ხვალინდელ გამოცდებთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი

კვირას, 21 ივლისს გამოცდა კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილში ჩატარდება პედაგოგობის მსურველებისთვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს, რომ გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგისტრაცია 30 წუთი გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის მონაწილეები საგამცოდო ბარათს უნდა გაეცნონ.

„ტესტირება მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეებისათვის 21 ივლისს გაგრძელდება და აპლიკანტები კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდას ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი დაწყების დრო განსხვავებულია და რეგისტრაცია 30 წუთი გრძელდება“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.