გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით მსგავსი კონფერენციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა.
„კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას ახალი იდეების, ინოვაციური მიდგომების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემის წინსვლისთვის.
სამედიცინო სასწავლო და კვლევით პროგრამებში ინოვაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაცია აუცილებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სამედიცინო განათლება გახდეს რეგიონში სამაგალითო და შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გაზრდის სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას და უზრუნველყოფს უმაღლეს პროფესიულ კომპეტენციას‘‘,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ; პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა; ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ; თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ; ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტმა ჰარმ პიტერსმა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანმა გორდონ ჩერჩვარდმა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სამედიცინო განათლების სფეროში, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ინოვაციური მიდგომებისა და გამოწვევების განხილვა და გაზიარება.
საერთაშორისო კონფერენციაში 10 ქვეყნის დელეგაცია, 300-მდე მონაწილე და 21 ინსტიტუციის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან სპიკერები დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან.