გივი მიქანაძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პედაგოგებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილა. თავის მხრივ, მასწავლებლებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

პედაგოგებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.