დარბაზი ფეხზეა! - ანიტა აბგარიანის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე

ანიტა

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი ანიტა აბგარიანი წარდგა.

საქართველოს წარმომადგენელი მეთხუთმეტე ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Shine like a star შეასრულა.

სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა). საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლზე პირველმა არხმა იმუშავა. ვიდეოს რეჟისორია თემურ კვირკველია, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

დღევანდელ შოუზე 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გამოვლინდება.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე ევროპის 18 ქვეყანა იმღერებს.

თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.

ხმის მიცემა შესაძლებელია jesc.tv-ზე. ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, ბოლოს კი დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს. ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო. საქართველო კონკურსს მეორედ მასპინძლობს, ამჯერად 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვების შემდეგ.

ნახეთ გამოსვლა აქ.