1692302192
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ბოლნისის №1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
ბოლნისის №1 საჯარო სკოლა ერთ-ერთია 20 საპილოტე სკოლიდან, სადაც საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად, პროფესიული განათლება მიიღონ.
კომიტეტის წევრებმა ახლად რეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
„სკოლაში დანერგილია ინტეგრირებული საპილოტე პროექტი, რომელიც მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ კონკრეტული პროფესია, ამ შემთხვევაში IT ტექნოლოგიებზეა საუბარი. სწავლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ატესტატთან ერთად მიიღონ დიპლომი, რომელიც მათ კვალიფიკაციას ადასტურებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სკოლა 1200 მოსწავლეზეა გათვლილი. კომიტეტის წევრებთან ერთად ბოლნისის სკოლაში იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატი დავით შერაზადიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯუმბერ გობეჯიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.