გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ეროვნული გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრი ქვეყანაში მიმდინარე საგამოცდო პროცესებთან დაკავშირებით, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის, ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდა სრულდება.
მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში გამოცდას ორ სესიად აბარებენ.

საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 79%-ზე მეტი აპლიკანტი.

ამ დროის მონაცემებით არის დაგვიანების 4 შემთხვევა.

ხვალიდან გამოცდებში კვლავ ჩაერთვებიან აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდას ამჯერად ბიოლოგიაში ჩააბარებენ. რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდების მონაწილეებს, მათთვის პირველ სესიაზე გამოცდა ჩატარდება შემდეგ საგნებში:

იტალიური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის) (წერითი ნაწილი);
ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)(წერითი ნაწილი);
სპორტი.
მეორე სესია დაეთმობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების (წერითი ნაწილი) გამოცდას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.