1732216283
ეროვნულებზე საგრანტო 100 ქულის მიღებისას ფულადი ჯილდო გადმოგეცემათ - ნახეთ, დეტალები
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკრებულოს დადგენილებით გარკვეული კორექტირებები შევიდა. განისაზღვრა საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულთა წახალისების მექანიზმები.
„ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლის კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100%-იანი საგრანტო ქულის) მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; აღნიშნული ინიციატივა ეხება კურსდამთავრებულების 2 კატეგორიას:
ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთვარებულებს; ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.
• ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე მოხდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში (საერთაშორისო კონკურსები, კონფერენციები, ოლიმპიადები) გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება (ფასიანი საჩუქრები/ სტიპენდიები).
• ქვეპროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 30-ე მუხლის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მიიღოს ზომები იმ მოსწავლეთა მიმართ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის მიღება, “- აღნიშნულია დადგენილებაში.