რა უნდა დადოთ 2025 წლის საახალწლო სუფრაზე
1732221470
ეკონომისტი ოთო აბესაძე, რომელიც 2017 წელს ქრთამის აღებით იყო დაკავებული, სოსო გოგაშვილის დაკავების თემას ეხმაურება. როგორც ის წერს, სწორედ, გოგაშვილის გავრცელებულია მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები.
"სოსო გოგაშვილი არის ადამიანი, რომელიც 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი და დღეს არის მულტი მილიონერი. სოსო გოგაშვილი არის საქართველოში კორუფციის სიმბოლო.
პირადად სოსო გოგაშვილის დავალებით 2017 წელს დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და ჩემი დაჭერა აგენტ-პროვოკატორის ხელით. აგენტ-პროვოკატორი ზ. ჩ მირეკავს, მწერს, მიხდის ბოდიშებს და მაბარებს აღსარებას თუ რა მოხდა 2017 წელს ჩემთან მიმართებაში. (სამწუხაროდ დღემდე ამაზე რეაგირება არაქვს შსს-ს, რომელსაც არაერთგზის მივმართე)
სოსო გოგაშვილის გავრცელებულია ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის დამონტაჟებული ვიდეო მასალები (1 თვის წინ).
საქმის, რომელშიც გავმართლდი, მითი, ჩემი კორუმპირებულობის შესახებ შექმნა სოსო გოგაშვილმა და შეასრულა ზ.ჩ.-ს ხელით.
მითი შექმნა ყველაზე კორუმპირებულმა ადამიანმა საქართველოში. სამართალი ურმით, მაგრამ მაინც მოდის" - წერს ოთო აბესაძე.