ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კურორტების განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კურორტების განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კურორტების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.  

„ძალიან საჭირო და საინტერესო მემორანდუმი გავაფორმეთ. უწყებებს შორის ურთიერთობა გულისხმობს წიგნადი ფონდით დახმარებას და სხვა ასპექტებში თანამშრომლობას. კულინარიაც და ბუნებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ტურიზმის განვითარება ამ ქვეყნის სულთან მიახლოებასა და ზიარებასაც ნიშნავს. ერის სულსა და ტრადიციებს ძალიან ცოტა ტურისტი იცნობს და უღრმავდება. ჩვენ ვეცდებით კურორტების განვითარების სააგენტოს მივაწოდოთ საქართველოს შესახებ წიგნები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ალექსანდრე ონოფრიშვილმა იაპონიაში მისი ვიზიტის დროს აღმოჩენილ ლიტერატურაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ეხება.

„იაპონური მხარე წიგნების ციფრული ვერსიის გადმოცემას შეგვპირდა. ჩვენ მას ეროვნულ ბიბლიოთეკასაც გადავცემთ“, - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.