ERASMUS-ის და Horizon Europe-ის პროგრამას არანაირი პრობლემა არ ექნება, ეს პროექტები გაგრძელდება - ალექსანდრე წულაძე

ალექსანდრე წულაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ERASMUS-ის და Horizon Europe-ის პროგრამას არანაირი პრობლემა არ ექნება. ამის შესახებ მინისტრმა ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

„ERASMUS-ის და Horizon Europe-ის პროგრამას არანაირი პრობლემა არ ექნება. ეს პროექტები გაგრძელდება ისევე, როგორც აქამდე. როცა უმაღლესი განათლების მიღწევებზე ვსაუბრობთ, აქაც ძალიან კარგად ჩანს, როგორც ERASMUS-ის, ისე Horizon Europe-ის პროექტებში პროცენტული თვალსაზრისით, საქართველო რა წამყვან პოზიციებს იკავებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე მილიონი არის ამ პროექტის ფარგლებში ქართველი მკვლევრების მიერ მოპოვებული დაფინანსება“, - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.