,,პრაიმ ჰაუსი“ ინფორმაციას ავრცელებს

პრაიმ ჰაუსი

,,პრაიმ ჰაუსში" სამი აუტსაიდერისთვის ხმის მიცემის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

,,ხმის მიცემა შეწყდება შაბათის ლაივის დროს.

ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.
აუთსაიდერებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.
მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით.

ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად.

ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და დააჭიროთ #Getstarted.

თუ ერთხელ უკვე დაფიქსირებული გაქვთ ხმა, ყოველ შემდეგი ხმის მიცემის დაწყებისთვის მოგვწერეთ /start რის შემდეგაც შეძლებთ ხმის მიცემას.

შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს. ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ შეუზღუდავად. თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.

ხალხის რჩეული გამოვლინდება შაბათის პირდაპირი ეთერის დროს!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.