პრინცი ჰარი მეფე ჩარლზის კორონაციის ცერემონიაზე მარტო მივიდა

ჰარი

პრინცი ჰარი აშშ-დან გაერთიანებულ სამეფოში კორონაციის ცერემონიაზე დასასწრებად მეუღლისა და შვილების გარეშე ჩავიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, კორონაციის დასრულების შემდეგ, ჰარი აშშ-ში დაბრუნდება.

ამასთან, პრინც ჰარის, რომელიც ჯარში ათი წელი მსახურობდა, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე სამხედრო ფორმის ჩაცმის უფლება არ მისცეს, რადგან ის არ არის სამეფო ოჯახის ამჟამინდელი წევრი.

მედიის ცნობით, სასექსის ჰერცოგს ამ აკრძალვასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენცია არ გამოუთქვამს.