ბევრჯერ მინახავს ჩემი სტუდენტები, რომლებიც საწყობიდან მოდიან და ლექციაზე სძინავთ... უნდა დასრულდეს სტუდენტური ცხოვრების გაჭირვების რომანტიზება - ლექტორი

 აკაკი ჩიქობავა

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სტუდენტური ცხოვრების გაჭირვების რომანტიზება, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების იაფ მუშახელად გამოყენებას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ თსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა, მოძრაობა „ხმას“ წევრმა, აკაკი ჩიქობავამ განაცხადა.

„ის პირობები, რის წინაშეც ისინი დგებიან, აიძულებთ, დათანხმდნენ ისეთ დაბალ ხელფასებზე, რომელიც მათ ყოველდღიურ საჭიროებებს არ ჰყოფნის. შესაბამისად, მათი სამუშაო ძალა მიემართება სწორედ იქითკენ, რომ მათ იმუშაონ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მუშაობენ ღამის თევით, კაზინოდან დაყწებული, სუპერმარკეტები, საწყობები და ა.შ.

მე არ გამიგია და წამიკითხავს ამის საფუძვლიანი პოზიცია ან რამე განწყობები, ვინმეს ეკითხა ან წარმოეჩინა, თუ რა დრო რჩებათ ამის მიღმა სტუდენტებს სწავლისთვის.

ბევრჯერ მინახავს ჩემი სტუდენტები, რომლებსაც დილის 9 საათზე ლექციაზე სძინავთ, რადგან საწყობიდან მოდიან, „ღამის თევის სამსახურიდან“ მოდიან. არგუმენტები, რომელიც მესმის, ჩემთვის გაუგებარია. თუ რამე ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით, ეს პრობლემები, რომლებიც არსებობს, მომავალშიც იქნება“. - განაცხადა ლექტორმა „რეალურ რივრცეში“.