VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ასტროლოგი ხათუნა ნოელი საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, ოპტიკური ილუზიის გარდა, მერკურის ერთ წერტილში გაჩერება ნებისმიერ სფეროში მოახდენს გავლენას და მნიშვნელოვანი საქმეები 9 მაისამდე უნდა მოგვარდეს.
„ვიდრე რეტროგრადულობაზე გადავიდოდეს, 9 მაისიდან 12 მაისის პერიოდში, მერკური იქნება სტაციონარული. ეს ნიშნავს, პლანეტის სიჩქარე იმდენად დაბალია, რომ ის თითქმის გაჩერებულია ერთ წერტილში.
ამჯერად, მერკურის ასეთი „გაჩერება“ ტყუპების 04°50'-ზე ექნება. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, თუმცა დედამიწაზე მცხოვრებთათვის ეს ილუზია სრულიად რეალურ სირთულეებს ქმნის.
საქმე ისაა, რომ ნებისმიერი პლანეტის დაქვემდებარებაში მყოფი საქმეები/ საკითხები / მოვლენები ვითარდებიან ან ვერ ვითარდებიან ამ პლანეტის მოძრაობის სიჩქარის შესაბამისად. მერკურის მოძრაობის 4-დღიანი გაყინვა შეაფერხებს ჩვენს ცხოვრებაში მერკურიანულ საკითხებს - გონება, მოსმენილის თუ წაკითხულის სხარტად გააზრების და ათვისების უნარი მკვეთრად დაეცემა ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით.
დაიკლებს ურთიერთობის დამყარების სურვილი. შეფერხებები იქნება კომუნიკაციის/ სოციალურ ქსელებში, პრობლემები შეიქმნება ინტერნეტის მუშაობაში, სატელეფონო კავშირებში; ცუდად იმუშავებს ფოსტა, საკურიერო სამსახური. თქვენი შეკვეთა შეიძლება არასწორადაც გაიგონ, ან საერთოდ გამორჩეთ.
საცობებზე აღარც მკითხოთ - თავისთავად იგულისხმება.
ის კი არადა, შეფერხებებით იმუშავებენ მაღაზიებში სალაროებთან მდგომი კონსულტანტებიც, რაც აქაც „საცობებს“ წარმოქმნის. რიგების მიუხედავად, ვაჭრობა იკლებს.
12-ში მერკური რეტროგრადულობაზე გადავა და ნელ-ნელა სიჩქარეს აკრეფს. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და მაგაზე უახლოეს მომავალში გესაუბრებით. დღეს კი სტაციონარულობაზე მინდოდა გამეფრთხილებინეთ, რომ თუ რაიმეს მოსწრება გინდათ, 9 მაისამდე მოასწროთ.“- აცხადებს ასტროლოგი.