ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ბანაკების ლიდერების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ვაკანსია

ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ბანაკების ლიდერების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

თუ ხარ 20-30 წლის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ან/და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი/კურსდამთავრებული; ხარ კომუნიკაბელური, გაქვს დროის მართვის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი, გამოიყენე შანსი, გახდე ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი!

შერჩეულ ლიდერებს შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში.

განაცხადების მიღება გრძელდება 22 მარტის ჩათვლით.

ვაკანსიის პირობებს, ლიდერის ფუნქცია-მოვალეობებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალს გაეცანით ბმულზე:
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUqBTJbcTAo1OohAh-N2vaBJUNDYwSVMyVk9FRFdRNEpLVTFTTTlLQ1dYNi4u