ვიდეო: „მარიამს 17 წლის იუბილე მივულოცეთ...“ – დავით ოქროპილაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

მარიამი

ლილიანა გოჭოშვილი საზოგადოებამ ცნობილი ფოტოგრაფის, დავით ოქროპილაშვილის [დანტესი] მეშვეობით გაიცნო. სწორედ დავით ოქროპილაშვილის ძალისხმევის შედეგად ჩაუტარდა ლილიანას თურქეთში ურთულესი პლასტიკური ოპერაცია, რომელმაც გოგონას ცხოვრება შეცვალა.

ამჯერად დანტესი გვიზიარებს კადრებს, სადაც ჩანს რომ მან და ლილიანამ მარიამ კოხრეიძეს დაბადების დღე მიულოცეს.

„მარიამს 17 წლის იუბილე მივულოცეთ მე და ლილიანამ“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.