სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

სანდრო ბაზაძე

 კარიერაში პირველად, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია.

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში, 31 წლის ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად, 15:9 დაამარცხა.

სანდრო ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა.

ქართველი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.