1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.
როგორც საქსტატში აცხადებენ, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
ამასთან, საქასტატის ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.