საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევა დაიწყო

ძალადობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ გამოკვლევას ატარებს.  გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოკვლევის საველე სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოკვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4400 რესპონდენტი - 3300 ქალი 1100 მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას.

გამოკვლევის მიზანია, 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე/პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, ძალადობის გავლენა და დახმარების ძიებასთან დაკავშირებული ქცევები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები.

გამოკვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2023 წელს.