საქსტატი: 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია

საქსტატი: 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია

დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დეტალური მონაცემები ასეთია:

„2023 წელი (დაზუსტებული):

მშპ მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარი.
რეალური მშპ-ის ზრდა 7.8%

რეალური მშპ-ის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 27.5%ვაჭრობა - 17.8%სახელმწიფო მმართველობა -15.6%მშენებლობა -15.0%.