საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდი 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ფონდის ცნობით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია. ამ პერიოდისთვის, დაგროვებითი პენსიით 38 186-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით გაიცა 201,645,743.53 ლარი.

„ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

✕