რამდენად იყიდით ხვალ დოლარს - ნახეთ ახალი კურსი

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7038 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7020 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8498 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8844 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0346 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.