პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში პენსიონერებს საპენსიო კრედიტი სავარაუდოდ, 10 პროცენტით გაუიაფდებათ და 36-ის ნაცვლად 26 პროცენტი იქნება. თუმცა, კანონპროექტზე მომუშავეები ფიქრობენ, რომ საბანკო კონკურენციის პირობებში აღნიშნული სესხის პროცენტი კიდევ უფრო დაიკლებს.
ამ თემაზე "პრაიმტაიმი" ეკონომიკის დოქტორს ოთო აბესაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პენსიონერებისთვის საპენსიო კრედიტით სარგებლობის საპროცენტო განაკვეთს საბანკო დაწესებულებებს შორის კონკურენცია დაარეგულირებს.
"როცა საფინანსო ინსტიტუტი ანუ ბანკი პენსიონერს აღიარებს, როგორც ეკონომიკურად აქტიურ ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერიცხება ყოველთვიური შემოსავალი პენსიის სახით და მასზე ფინანსური ოპერაცია ხორციელდება.
თუ ითვლება, რომ პენსიონერი არის ეკონომიკურად აქტიური და აქვს შემოსავალი, მაშინ რატომ შეუძლია ერთ ბანკში ამ ოპერაციების განხორციელება?
საპენსიო კრედიტის 26 პროცენტამდე დაწევა კარგია, მაგრამ მაინც ძალიან მაღალია - გასაგებია, რომ რისკები არსებობს, მაგალითად: სიცოცხლის რისკი და ა.შ. მაგრამ ამ ადამიანებს შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ სხვადასხვა ბანკებით სარგებლობის, კონკურენცია თავისთავად დასწევს საპროცენტო განაკვეთს.
გარდა ამისა, დისკრიმინაციული მიდგომაა თუნდაც 26 პროცენტად პენსიონერისთვის კრედიტის მიცემა მაშინ, როცა არაპენსიონერისთვის გაცილებით დაბალია საპროცენტო განაკვეთი.
ცნობილი გახდა, რომ ლიბერთი ბანკის გარდა, პენსიონერებს მოემსახურება საქართველოს ბანკიც და ეს სწორი მიდგომაა, რადგან პენსიონერს, როგორც ეკონომიკურად აქტიურ ადამიანს ზუსტად ისეთივე საბანკო პირობებით სარგებლობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, როგორც - არაპენსიონერ ეკონომიკურად აქტიურ სხვა ადამიანს.
თუ საპენსიო ასაკს მიუღწეველ პირებს შეუძლიათ აიღონ სესხი 7, 8 ან 10 პროცენტად, რატომ არ შეუძლიათ იგივე პირობებით პენსიონერებს სარგებლობა? იმიტომ, რომ პენსიონერია, იმიტომ, რომ სიცოცხლის რისკი მაღალია?! თუ მივდივართ დასავლეთისკენ, ლიბერალიზაციისკენ, მაშინ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა.
მართალია, ახლა კონკრეტულ ციფრებში პენსიონერს რა სარგებელი ექნება ამ 10 პროცენტით კრედიტის გაიაფებით ზუსტი დათვლა ვერ მოხერხდება, რადგან კლებადია და მცურავი.
პირობითად, თუ ადამიანს პენსია აქვს 300 ლარი და აქედან საპროცენტო განაკვეთი თუ უნდა ყოფილიყო 260 ლარი, ახლა ექნება 160 ლარი. წლიურ ჭრილში შეღავათი იქნება 70-80 ლარი, თვეში კი 7-8 ლარი. პენსიონერებისთვის თუნდაც, 26 პროცენტიანი კრედიტის აღება მიზერულად სასარგებლო იქნება.
რაც შეეხება, საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად სუბსიდირებას სახელმწიფოს მხრიდან, სწორი არაა. გამოდის, რომ სახელმწიფო ბანკებს პროცენტის დაკლებაში ერთგვარად შეეხიდება. თუმცა, საპროცენტო განაკვეთის შემცირება სუბსიდირების გარეშეც შესაძლებელია კონკურენციის პირობებში, თუ ამ ჯგუფს მოემსახურება რამდენიმე ბანკი.
მაგალითად, გერმანიასა და აშშ-ში არსებობს საპენსიო კრედიტი, მაგრამ პენსიონერებს ამ სესხით სარგებლობა არ სჭირდებათ, რადგან იქ ძალიან კარგად მუშაობს საპენსიო ფონდები და არის ამ ფონდების მუშაობა გამჭვირვალე.
მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია, მათ მიერ გადახდილი თანხა, რომელიც საპენსიო ფონდებში აკუმულირდება, სად და რომელ კომპანიებშია ინვესტირებული და როგორ ვითარდებიან ისინი, რა პერსპექტივები აქვთ ამ კომპანიებს და მოგების მიღების რა შესაძლებლობა გააჩნიათ მოქალაქეებს, ამ გამჭვირვალობის გამო დათვლადია.
ასე უნდა იყოს საქართველოშიც - წარმოდგენა არ მაქვს ჩვენს მიერ გადახდილი თანხა სადაა ინვესტირებული და რას ხმარდება." - განმარტავს ოთო აბესაძე.
ცნობისთვის, უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს და 26%-ზე მეტი აღარ იქნება. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის გაზრდის პირობებში, პროცენტი კიდევ უფრო შემცირდება.
კომისიის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს ყოველწლიურად გადაუხდის 15 მილიონ ლარს. ეს იქნება ე.წ. პენსიის დარიგების ფული და ერთგვარი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.
ამასთან, პენსიონერებს სურვილის მიხედვით პენსიის სხვა ბანკში აღების საშუალებაც ექნებათ. ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.