მთავრობის პროგნოზით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 8000 დოლარს მიაღწევს

მშპ

მომავალ წელს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8000 დოლარს მიაღწევს - ასეთ პროგნოზს საქართველოს პრემიერ მინისტრი აკეთებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, ბოლო წლებში მშპ-ს ზრდის ტენდენციას.

“შედარებისთვის, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა დაახლოებით 4200 დოლარს, 2021 წელს გაიზარდა და წელს, მოსალოდნელია, რომ იქნება 6700 დოლარი, ხოლო 2023 წელს, ჩვენი პროგნოზებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 8000 დოლარს მიუახლოვდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.