მიხეილ დუნდუა: დასტურდება, რომ საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკა, კორუფციის კონტროლი და მმართველობა არის ორიენტირებული კორუფციის შემცირებაზე

მიხეილ დუნდუა

დასტურდება, რომ საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკა, კორუფციის კონტროლი და მმართველობა არის ორიენტირებული კორუფციის შემცირებაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

„საქართველო კორუფციისგან თავისუფლებით არის სახელმწიფოებს შორის 41-ე პოზიციაზე და ევროპის ქვეყნებში მე-16 ადგილზე. უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ჯამში 19 სახელმწიფოს. დასტურდება, რომ საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკა, კორუფციის კონტროლი და მმართველობა არის ორიენტირებული კორუფციის შემცირებაზე და წლიდან წლამდე საქართველო მიაღწევს უკეთეს შედეგს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში“, - აღნიშნა დუნდუამ.

კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.