1773942314
ფინანსთა მინისტრი საინვესტიციო ბანკ Barclays-ის მმართველ დირექტორს იგორ აკულოვს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ "Barclays-ის" მმართველ დირექტორს, იგორ აკულოვს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევრობონდების რეფინანსირების პროცესში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დაფიქსირებულ მაღალ ინტერესს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.
მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს
1774453467











