დოლარის და ევროს ღირებულება გათანაბრდა - ვალუტის კურსი

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9036 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9002 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9074 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8935 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.