2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

შესაძლოა, დღეს თქვენმა საქმიანობამ კოლეგებში ეჭვი გამოიწვიოს, მიუხედავად დაპირისპირებისა, შეძლებთ მარტო გაუმკლავდეთ ყველაფერს და, სხვათა გასაოცრად, შეძლოთ წარმატების მოპოვება.

კურო

ყველაფერი კანონიერების ფარგლებში მოექცევა და თქვენ დინჯი, გონივრული მოქმედებით შეძლებთ მიიღოთ ის, რისკენაც დიდი ხანია მიიწევდით და დიდ ძალისხმევას ხარჯავდით.

ტყუპები

შესაძლოა, ახლო მომავლისთვის, საჭირო გახდეს თქვენი საბუთების მოწესრიგება. მოაწყვეთ გენერალური რევიზია თქვენს ქაღალდებში და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ.

კირჩხიბი

მოულოდნელი სვლა საქმეების სწრაფ გადაწყვეტას მოიტანს, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ვითარდება და, უჩვეულო გზით, ყველა პრობლემა წარმატებით გადაიჭრება.

ლომი

სამყარო უჩვეულო ძალებით დაგაჯილდოებთ, მთავარია, ეს ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ. ირგვლივ ბოროტებას მტკიცედ უნდა შეებრძოლოთ, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ!

ქალწული

შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ და ემზადეთ სიახლეებისთვის, შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

სასწორი

შესაძლოა, ძველი თქვენი ნამოქმედარი ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ. გააანალიზეთ ყოველივე და ყურადღება მიაქციეთ ძველ შეცდომებს.

მორიელი

შესაძლოა, დაუბრუნდეთ თქვენს ძველ საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა გარემოებების გამო მიივიწყეთ, ან გადაეყაროთ ადამიანებს წარსულიდან, რომელთა გახსენებაც თქვენთვის არასასიამოვნო იქნება.

მშვილდოსანი

ფრთხილად იყავით ურთიერთობებსა და კომუნიკაციებში, ფინანსური მოტივით შესაძლოა, თავი იჩინოს გაუგებრობებმა. შესაძლოა, პარტნიორმა (მეუღლე ან საქმიანი პარტნიორი) საერთო საქმიანობიდან თავის წილი მოითხოვოს.

თხის რქა

შესაძლოა, თავი იჩინოს მცირე ოჯახურმა გაუგებრობამ, რომელიც ახალ თავსატეხს გაგიჩენთ და შეცვლის თქვენს სამოქმედო განრიგსა და გეგმებს.

მერწყული

მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, ნუ იქნებით გაფანტული, ეს ყველაფერი ხელს შეგიშლით საქმიანობასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში.

თევზები

გაუთვალისწინებელი დანახარჯები ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ განწყობაზე, თუმცა ეს გაკვეთილი შეცვლის ფინანსებთან თქვენს დამოკიდებულებას.