2 სექტემბერს გაზის მიწოდება შეიზღუდება - გადაამოწმეთ მისამართი

გაზი

,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს და აბონენტებს გაზმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 2 სექტემბერს სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 სექტემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა სიონსა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არშას, გარბანსა და ფანშეტს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.