ბლუმბერგზე 1 აშშ დოლარი 136 რუბლი ღირს, ომის დაწყების შემდეგ 70%-ით გაუფასურდა - ზურა ბატიაშვილი

ბატიაშვილი

ბლუმბერგზე 1 აშშ დოლარი 136 რუბლი ღირს, ომის დაწყების შემდეგ 70%-ით გაუფასურდა, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი წერს.

მისი თქმით, ფასები რუსეთში მინიმუმ, 70%-ით მოიმატებს, სამსახურებში ანაზღაურებები კი იგივე რჩება.

„დღეს ბლუმბერგზე 1 აშშ დოლარი 136 რუბლი ღირს, ანუ ომის დაწყების შემდეგ რუბლი 70%-ით გაუფასურდა (ღირდა 80 რუბლი). რა თქმა უნდა, გადამცვლელ პუნქტებში კურსი (ანუ რეალური ფასი მოქალაქეებისთვის) უფრო მაღალია.

ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსის გასამაგრებლად ათეულობით მილიარდ აშშ დოლარს ყიდის. რუბლის ეს გაუფასურება ნიშნავს იმას, რომ ფასები რუსეთში მინიმუმ, 70%-ით მოიმატებს, მაშინ, როდესაც ხელფასები (ვისაც ჯერ კიდევ აქვს სამსახური) იმავე დონეზე რჩება. ვგულშემატკივრობთ რუსეთის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ჩამოქცევას!“, - წერს ბატიაშვილი.