ვერკა სერდიუჩკამ ოკუპანტებს შუა თითი აჩვენა და ომის შეჩერებისკენ მოუწოდა

ვერკა

უკვე მეთორმეტე დღეა, რაც რუსეთი უკრაინას თავს ესხმის და სხვადასხვა ქალაქს ბომბავს. ტელესახეები აქტიურად მოუწოდებენ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს, რომ ომი და უდანაშაულო ხალხის ხოცვა შეწყვიტოს.

უკრაინელ ვარსკვლავებს შორის პუტინს ომის დასრულების მოწოდებით უკვე მიმართეს პოტაპმა, ზლატა ოგნევიჩმა, ნასტია კამენსკიმ და სხვებმა. უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირა ვერკა სერდიუჩკამაც. სხვათა შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინა დღესაც, ინტერნეტში აქტიურად გავრცელდა მისი გამოსვლიდან ფრაგმენტი ლოზუნგით „გაეთრიე უკრაინიდან, მახინჯო მოსკოველო“.

რამდენიმე დღის წინ Instagram-ზე ვერკა სერდუჩკამ დაამატა ფოტო, რომელზეც ის და სცენის დედა დამპყრობლებს შუა თითს უჩვენებენ.

მომღერალმა აღნიშნა, რომ უკრაინელების დამარცხება შეუძლებელია.. მან ასევე მოუწოდა ყველას, დაეხმარონ არმიას ტერიტორიების დაცვაში.

„შორს, შორს, შორს, ვდგავართ და სულით არ ვეცემით! ეს უკანონო შემოსევა ვერასოდეს დაამარცხებს ჩვენს სიმართლეს. დაეხმარეთ ჯარს, დაეხმარეთ ტერიტორიების დამცველებს და ერთმანეთს!“ – დაწერა სერდიუჩკამ.