აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად 68 198 000 მილიონი ლარის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა

ADB

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 68,198,000 მილიონი ლარის (25 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) საბიუჯეტო სესხი საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად.

აზიის განვითარების ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაფინანსება საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის — მეორე ქვეპროგრამაა.

„2020 წელს დამტკიცებული პირველი ქვეპროგრამის ფარგლებში გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე წვდომა. ეს განპირობებული იყო პროფესიული სწავლების დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცედურის დახვეწით, ზრდასრულთა განათლების სარეგულაციო ჩარჩოს მიღებითა და პროფესიული განათლების კერძო მომწოდებლებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მქონე სავაუჩერო პროგრამის შექმნით. გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების ხელფასები, განვითარდა “პროფესიული ჰაბების” კონცეფცია და პროფესიული განათლების სისტემაში ჩაეშვა საჯარო-კერძო თანამშრომლობის საპილოტე პროგრამები“, - ნათქვამია ინფორმაციაში