2025 წელს ბიზნესგარემოს შეფასებისას ძირითად გამოწვევად საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა დაფიქსირდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას - საქსტატი

2025 წელს ბიზნესგარემოს შეფასებისას ძირითად გამოწვევად საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა დაფიქსირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად, 69.1 პროცენტი და 61.5 პროცენტი). განხორციელებული ინოვაციების 65.2 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 34.8 პროცენტი სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნესპროცესების ინოვაციების 82.5 პროცენტი შემუშვებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 23.8 პროცენტი — სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 23.6 პროცენტი მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება-მოდიფიცირების განახორციელებაზე, ხოლო 18.5 პროცენტი შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 45.9 პროცენტმა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.9 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 36.6 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.

ბიზნესგარემოს შეფასებისას ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას.