2022 წლის იანვრი-ნოემბრის თვეში ტურიზმიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო 

ტურიზმი

2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 3,159,558,975 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275  (+182.4%)  აშშ დოლარით.

2022 წლის ნოემბრის თვეში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305,029,882  აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 151.2% აღდგენაა,  2021 წლის ნოემბრის თვესთან  შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +194,075,877  (+174.9%)  აშშ დოლარით.