რას მოუტანს 5 დეკემბრის სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი

სავსე მთვარე

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი, სოციალურ ქსელში, 5 დეკემბრის სავსემთვარეობის შესახებ წერს და გვიზიარებს თუ რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. 

„5 დეკემბერი - სავსემთვარეობა. სავსემთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის 13 -ე გრადუსზეა. (საქართველოს დროით 03:15 საათზე)

2025 წლის ბოლო სავსემთვარეობის მთავარი მესიჯი

„სიტყვა შეიძლება იყოს წამალი და სიტყვა შეიძლება იყოს საწამლავი.

5 დეკემბრის სავსემთვარეობის  მმართველი მერკურია, მას უპირისპირდება დიადი ურანუსი, მსგავსი კონფლიქტი ფეთქებადობას, იმპულსურობას, სიფიცხესა და არაპროგნოზირებადობას იძლევა, ამიტომ გაითვალისწინე მარტივი რჩევები:

მოერიდე კამათსა და გარჩევებს, არის კონფლიქტების გამწვავების დიდი ალბათობა.

ფრთხილად იყავი გზებზე, ავარიების ალბათობა მატულობს. 

ფრთხილად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან.

დიდია ნევროზებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამწვავების ალბათობა. ასევე უძილობის თემაც აქტუალურია განსაკუთრებით ( დაახლოებით 10დან -25 რიცხვამდე). 

„იჩქარე ნელა!“

არ დაგავიწყდეს წყლის, მინერალური ქვებისა და საფულის დამუხტვა მთვარიან ღამეს (არ არის აუცილებელი მთვარე ჩანდეს, ნივთები და წყალი უნდა აიღოთ პიკამდე!)

მარტივი რიტუალი:

თუ ცხოვრებაში გაქვს რაიმე კონკრეტული პრობლემა, მიმართე დახმარებისთვის ამ სავსემთვარეობის თილისმას - გასაღებს, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც გასაღებს საკეტს მოარგებ და კარს გახსნი, იმდენჯერ წარმოიდგინე, რომ პრობლემა წარმატებით მოგვარდა „გაიხსნა“.

განსაკუთრებით ეფექტურია ვერბალური მაგია, ლოცვა, მანტრები. ნახე როგორია  ეს პერიოდი შენი ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი - გარდაქმნა საკომუნიკაციო წრეს შეეხება, ახალი ინტერესის სფერო. მგზავრობები.

კურო - ცვლილებები შეეხება შენს ფინანსურ სფეროს, შემოსავალს, შესაძლოა მნიშვნელოვანი საჩუქარი მიიღო.

ტყუპები - ცვლილებები იმიჯის, პარტნიორული ურთიერთობების სფეროში.  
მთავარია მოუფრთხილდე ჯანმრთელობას.

კირჩხიბი - გამძაფრებულია მოწყვლადობა, შინაგანი ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, განმარტოვდი, დაისვენე.

ლომი - შარმი, ბრწყინვალება ადგილზეა!  ცვლილებები სამეგობრო სფეროში, გააქტიურდით სოციალურ წრეებში და ქსელებში!

ქალწული - სამყარო ახალ საპასუხისმგებლო როლსა და სტატუსს განიჭებს, მნიშვნელოვანი პერიოდია, ფრთხილად სიტყვებთან!

სასწორი - მოგზაურობა? ან იქნებ სიახლეები განათლების სფეროში, კანონთან დაკავშირებით ყურადღებით.

მორიელი - პერიოდი ბრწყინვალეა საკუთარ მანკიერებებთან სამუშაოდ! აქტუალურია საბანკო საკითხებისა და მსხვილი ფინანსური ოპერაციების წარმოება.

მშვილდოსანი - ახალი შემოთავაზებები, გთავაზობენ გულს, ახალ სამსახურს. ადამიანები შენზე ზრუნავენ ან შეიძლება საკმაოდ ძლიერი მტერი შეიძინო!

თხის რქა - გაუფრთხილდი ჯანმრთელობას, ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი გვაქვს ამ ქვეყნად. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ფსიქოსომატიკას.

მერწყული - მიუხედავად ქაოსისა, ცხოვრებაც მშვენიერია! ცვლილებები ან სიახლეები პირად-სასიყვარულო თემაში.

თევზები - ცვლილებები სახლში, ოჯახურ თემებში, ან იქნებ ახალი სახლი?