VIDEO: რუსკა ქარქაშაძე მეორე შვილს ელოდება - წყვილმა სქესის გაგების ცერემონიიდან კადრები გაავრცელა
1768149692
მომღერალ სალომე ბაკურაძის შვილი იუბილარია. ამის შესახებ სალომე სოციალურ ქსელში წერს და შვილს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.
„ყველა სიხარულზე დიდი სიხარული, ცენტრალური სიხარული და ნებისმიერი მოვლენის გამსიხარულებელი, სანტი „სუპერსხივოსანი“ 7 წლის.
ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ კარგი ადამიანი იქნები, კეთილი, გულისხმიერი და მხიარული, ჯანმრთელი და ბედნიერი იყავი დე. ბევრი კეთილი, ნამდვილი და ერთგული ადამიანი გყავდეს ირგვლივ. წარმატებული და გახარებული იყავი ცხოვრებაში. ვინ და რამ უნდა დაგვაყენოს ცუდ ხასიათზე როცა ეს ბიჭი გვყავს?“ – წერს სალომე ბაკურაძე და შვილის ფოტოს გვიზიარებს.
