ზოდიაქოს 5 ნიშანი მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებს
1731602427
თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უცნობმა პირმა სოფელ წილკანში ლეკვები ორმოში ჩაყარა და სასიკვდილოდ მიატოვა.
„ლეკვებისა და დედა ძაღლის გადაყრა მათი დახოცვის მიზნით 2023 წლის 10 აგვისტო, მცხეთა, სოფელი წილკანი.
ვიღაც ნაძირალამ დღეს სოფელ წილკანში დედა ძაღლი და ლეკვები თავიდან მოიშორა. უსუსური ერთი თვის ლეკვები უკაცრიელ ადგილზე ღრმა ორმოში ჩაყარა, ხოლო დედა ძაღლი გაუშვა.
საბედნიეროდ ამ ტერიტორიაზე შემთხვევით გაიარა სატვირთო მანქანამ და მძღოლმა გაიგონა ლეკვების ხმა. დაემთხვა, რომ მეც ამ დროს მოვდიოდი და მძღოლმა გამაჩერა.
ხუთი ლეკვი ამოვიყვანეთ ორმოდან. დედა ძაღლი იქვე იყო და ყეფდა, შველას ითხოვდა. ლეკვები და დედა ძაღლი ჯერჯერობით უსაფრთხო, შემოღობილ ტერიტორიაზე გადავიყვანეთ, საკვები და წყალი მივაწოდეთ და ხვალ მივხედავთ.
სამწუხაროდ არ ეშველა არც კანონს (ამ ხელისუფლების ხელში არც არასდროს არ ეშველება), და არც ადამიანების ცნობიერებას. მე არც პოლიცია გამომიძახებია და არც ზედამხედველობის დეპარტამენტი, აზრი არ აქვს. მიგვიყვანენ იმ დონეზე, რომ საკუთარი ძალებით ფიზიკურად გავუსწორდებით ამ დედააფეთქებულ ცხოველთა მტანჯველებს და მკვლელებს.სხვა გზას არ გვიტოვებს ხელისუფლება!“, - წერს თეიმურაზ წიქორიძე.
ასევე ნახეთ:
„აღარც სასწაულია და არც არაფერი“ - სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია