„როცა ფული მაქვს, თავად ვწყვეტ, სად დავხარჯავ - მინდა „გუჩიში“, მინდა „ვალენტინოში“ -კოკი ფანგანი ფერაზი

კოკი ფანგანი

ინფლუენსერი კოკი ფერაზი-ფანგანი, რომელიც სოციალურ ქსელში შოუბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად ხშირად ჩანს და მათი უდიდესი სიყვარულითაც სარგებლობს. ამჯერად, მან სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ თავის შესახებ წერს. მისი თქმით, ხელოვნური არაფერი არ აქვს და უყვარს ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი.

„ზოგადად, ადამიანების ინტერესი ჩემდამი და ყურადღების ცენტრში ყოფნა ბავშვობიდან მომყვება, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს არაორდინარულად არ მივიჩნევ, უბრალოდ, მიყვარს ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი! ამ ფოტოს „ინსტაგრამზე“ ლაიქებზე მეტი განხილვა მოჰყოლია. ჩემო ძვირფასებო, როცა მაქვს ფული, რომელსაც ჩემი შრომით ვშოულობ, თავად ვწყვეტ, სად დავხარჯავ მინდა „გუჩიში“, მინდა „ვალენტინოში“. როცა ნაკლები მაქვს, „ზარაშიც“ შევდივარ და ვინტაჟურ მაღაზიებშიც მიყიდია არაერთი საინტერესო ნივთი, ასევე მზიკოსთან ულამაზესი პერანგები (მაშ შორის ისეთი ბრენდი როგორიცაა (ბოტეგა ვენეტა) არასოდეს არავის ვბაძავ და ყოველთვის ჩემი გემოვნებით ვხელმძღვანელობ. ხელოვნური არაფერი მაქვს!

ეს ყველაზე კარგად ჩემმა მეგობრებმა იციან. ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებიც ყოველთვის ჩემი ზურგი და საყრდენი არიან ცხოვრებაში შევხვედრივარ ადამიანებს, ვის გვერდით ყოფნისთვის სხვები ბევრს ცდილობდნენ მაგრამ ადამიანური ურთიერთობები ფულით არ იყიდება! საბოლოოდ, ამ ცხოვრებაში „გუჩიზე“, „ვალენტინოზე“ და „ფერარიზე“ ბევრად მნიშვნელოვანი ადამიანობაა ხოლო რაც შეეხება „სვეცკობას“ ეს ან გაქვს, ან არა და ერთი რამ ზუსტად ვიცი: „გუჩიში“ და არცერთ ბუტიკში ნამდვილად არ იყიდება! არც ბაზრობაზე მათ შორის“, - წერს კოკი ფანგანი.