„ტიკტოკერი“ ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა
1737633187
„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ინდოეთში მიღებული საჩუქრის შესახებ წერს, რომელსაც მისი თქმით, თან ახლდა წერილი.
ცნობილი მებაღე, წერილის შინაარსს ასაჯაროებს.
„ჩვეულებრივ პირადი წერილის თარგმნა და გასაჯაროება არაა მთლად ღირსეული საქციელი, მაგრამ რადგან არაა ჩემთვის ჩვეულებრივი წერილი და ამბავი, თავს უფლება მივეცი გაგიზიაროთ.
ინდოეთში, ვახშმის შემდეგ, მასპინძელმა გარეთ გამიხმო და იისფერ კრაჭუნა ქაღალდში შეხვეული ბეჭედი გადმომცა. საჩუქარს თან ახლავს წერილი.
„ძვირფასო მეგობარო, ზურაბ. ლალისთვლიანი ეს ოქროს ბეჭედი დედაჩემს ეკუთვნოდა, რომელმაც 98 წელი ბედნიერმა, ღიმილიანი სახით და სიხარულით სავსე ცხოვრებით იცხოვრა.
მინდა, როცა ამას საჭიროდ ჩათვლი, გადასცე ის შენს პატარა ესმას, ჩვენი ურყევი, უანგარო მეგობრობის ნიშნად.
გულით მინდა, იყოს, მისი ცხოვრება სავსე, ერთგული, გულითადი ადამიანებით, იყოს მისი სახე სულ გაბრწყინებული სიხარულისაგან.
ხანგრძლივად იცოცხლოს ბედნიერი ცხოვრებით...".
მხოლოდ ღრმა, სულიერ ადამიანს შეუძლია უბრალო თუ ბრალიან ნივთს მიანიჭოს ასეთი მნიშვნელობა, სულ ერთია, გინდა ინდოეთში ვიყოთ, გინდა საფრანგეთში და გინდა ნაღობილევში.
ნათლისღებას გილოცავთ ქართველებო!!!“, - წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე ნახეთ:
რა გელით უქმეებზე - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
დასახელდა საკვები, რომელიც განწყობას აუმჯობესებს