პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც მოქალაქე წერს, რომ მისი და შემთხვევით სხვა თვითმფრინავში აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან შეცდომით, ვარშავის ნაცვლად აბუ დაბიში მოხვდა უკვე დანიშნულების ადგილასაა.
ის აბუ-დაბიში სასტუმროში გადაიყვანეს, შემდეგ კი პირველივე რეისით ვარშავაში გაფრინდა.
„ქუთაისის აეროპორტიდან, ჩემს დას Wizz Air ფრენა ჰქონდა ვარშავის მიმართულებით, გაიარა რეგისტრაცია. შემდეგ საითააც უთხრეს იქეთ წავიდა . აღმოჩნდა აბუ-დაბის თვითმფრინავში.
ბარგი კი გაგზავნეს გაურკვეველი მიმართულებით. აბუ დაბის აეროპორტში არავინ არ ეხმარება, ტელეფონზეც კი არ არეკინებენ , არც პოლიცია აქცევს ყურადღებას, ყველა ეუბნება საქართველოდან, რატო გამოგიშვეს ასეო. ბარგს რაც შეეხება ჯერ ვიცოდით , რომ იყო ვარშავაში, შემდეგ გავიგეთ, ქუთაისშიაო,
გთხოვთ, თუ იცით ან მსგავსი შემთხვევა თუ ოდესმე ყოფილა დაგვეხმარეთ რამენაირად” - წერდა სოციალურ ქსელში მოქალაქე.