„მეჩვენება თუ მიწაა ჩამოწოლილი?“ - რა კადრები ვრცელდება ვაშლიჯვრიდან

ვაშლიჯვარი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვაშლიჯვრის ფერდობზე გადაღებული ვიდეო, რომელზეც მოქალაქეები წერენ, რომ სავარაუდოდ იგი ჩამოიშალა. 

„მეჩვენება თუ მიწაა ჩამოწოლილი? ამ უსაშველოდ დაუსრულებელ პროექტს მგონი საბოლოოდ დაესვა წერტილი“, - წერს „ფეისბუქ“ მომხმარებელი.
 
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, პროფესორი თეა გოდოლაძეს დაუკავშირდა. 

„თუ ძალიან ბევრი ნალექი წამოვიდა საშიშია. ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა, ხელოვნურადაც შლიან, რადგან მოდის ის მთა. რასაც ვხედავ სურათზე დიდი ნაწილია მომწყდარი. ჩამოიშალა თუ არა ვერ გეტყვით, რადგან მე ფიზიკურად ამას ახლა ვერ შევამოწმებ“, - გვითხრა თეა გოდოლაძე.