სასტუმროს ადვოკატი 5 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ოაზისი

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც 5 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო სასტუმროს ადვოკატმა კახა წერეთელმა დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მან ადმინისტრაციის სახელით მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და თქვა, რომ ადმინისტრაცია გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია. თუმცა, სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას, ასევე ჩვენებების სახით და საბოლოო ანგარიშს და შეფასებებს გააკეთებს გამოძიება.

სამედიცინო პუნქტი ნამდვილად არსებობს ტერიტორიაზე, როგორც ეს არის წესი, შემთხვევიდან რამდენიმე წამში ფაქტობრივად, სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე და ცდილობდა დახმარების აღმოჩენას, მაშველებიც დაუყოვნებლივ იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ვალდებულება იმისა, რომ ყველა აუზთან მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს, ბუნებრივია ეს არ ყოფილა, თუმცა რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო“, - ამბობს კახა წერეთელი.

შემთხვევა ჩაქვში გუშინ, 18 ივლისს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ასევე ნახეთ:

ვრცელდება ბიჭის ფოტო, რომელიც სასტუმროს აუზში დაიხრჩო - „განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...“

ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომლის ცხედარი მდინარე ძუსაში იპოვეს

4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა