ვრცელდება ბიჭის ფოტო, რომელიც სასტუმროს აუზში დაიხრჩო - „განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...“

ოაზისი

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სტუმარი არ იყო. თუმცა ოფიციალურად განცხადება ამის შესახებ არ დასტურდება. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი აცხადებს, მოხდა უმძიმესი ტრაგედია და ის მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არაოფიციალური კომენტარებისგან და ვერსიების გავრცელებისგან.

„პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...

ამ ყველაფრის პარალელურად, აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობენ ბანაობას… რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?", - წერს სოციალურ ქსელში მარიამ სურგულაძე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო

„ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელს, მის მეუღლეს, მშობლებს“ - მეტეხში მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გაფრთხილება მძღოლებს! - ეს ინფორმაცია ნახეთ, რომ არ დაჯარიმდეთ

⇒  „340 ლარი ბავშვებს“ - ნახეთ ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ამ თვიდან გაზრდილ შემოსავალს მიიღებს

გარდაცვლილი ბიჭის ფოტოს ამბები.ჯი ავრცელებს.