„ფოტოსაც თუ დააკვირდებით, რიგსაც არავინ იცავს...“ - რას წერს მოქალაქე ახმეტელის მეტროსთან შექმნილ რიგებზე

ახმეტელის მეტრო

თბილისის ქუჩებში მოძრაობა რომ გართულებულია, ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს, თითქმის საათობით უწევთ საცობში ლოდინი.

არანაკლები ვითარებაა მეტროშიც. მგზავრთა ნაკადი იმდენად დიდია, რომ მეტროს შესასვლელბთან უამრავი ხალხია თავმოყრილი.

გართულებულია მოძრაობა თბილისის სხვადასხვა უბნებში.

მოქალაქეები ავრცელებენ ფოტოსა და ვიდეოებს, თუ რა მდგომარეობა კონკრეტულ გზებზე.

გლდანის ჯგუფში მეტროსთან შექმნილ საცობთან დაკავშირებით, მოქალაქემ თხოვნა დაწერა და შესაბამისი ინსტრუქციაც გამოაქვეყნა, როგორ შეიძლება შემცირდეს ხალხის რიგი მეტროს შესასვლელთან

„მოგესალმებით ..ერთი თხოვნა მექნება ...მეტროში რომ შევდივართ ....გამოსასვლელ მხარეს ნუ ვხერგავთ..!!!..ფოტოსაც თუ დააკვირდებით. სამწუხაროდ რიგსაც არავინ იცავს... მესმის რომ ყველას ეჩქარება მაგრამ ერთმანეთის უკან რომ დავდგეთ უფრო სწრაფად გავივლით შემავალ მონაკვეთს..ალბათ გამყოფი ბარიერებიც კარგი გამოსავალი იქნებოდა“,- წერს მოქალაქე.