ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
19 წლის ზუგდიდელი სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი, ქუთაისში იმ კლინიკის ექიმების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. იგი გუშინ დაკრძალეს.
მშობიარე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 15 დეკემბერს ზუგდიდიდან შეიყვანეს.
მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთისთვის მოამზადეს, თუმცა საოპერაციოში შესული კომაში ჩავარდა და 2 კვირაში გარადაიცვალა.
ოჯახს მშობიარის გარდაცვალების ორი ვერსია აქვს: ანესთეზიის ზედოზირება ან ვადაგასული მედიკამნტის გამოყენება.
„სესილის ჯანმღთელობის პრობლემა არ ჰქონია, იყო სრულიად ჯანმრთელი. ქუთაისში იმიტომ წავიყვანეთ, რომ ექოსკოპიური დასკვნიდან გამომდინარე ბავში იყო გარდი-გარდმო. ოპერაციის პროცესში გაჩერდა გული, რამაც გამოიწვია შემდეგ ტვინის შეშუპება, რამაც შემდეგ გამოიწვია უკვეს ფატალური შედეგი. ზუსტად არ იციან და არხც მე ვიცი რა მოხდა იმ დროს. მაგრამ მე გავდივარ კონსულტაციებს კომპეტენტურ ადამიანებთან და მაინც ყველა გზა, როგორც მეუბნებიან, მიდის ანესთეზიისკენ. ან არის გადაჭარბებული დოზა ან კიდევ უხარისხო მედიკამენტი“, - ამბობს გარდაცვლილის დედა თეა ლატარია.
საკითხს ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. იმ შემთხვევაში თუკი მომხდარში სისხლის სამართლებრივი დანაშაული გამოიკვეთება, საქმეში საგამოძიებო უწყებები ჩაერთვებიან.
რაც შეეხება ახალშობლს, ჩვილი ანასტასია ნაყოფიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი ამჟამად დედის სახლში სოფელ ცაიშში იმყოფება.
ავტორი: თეა შონია