პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურული ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და გამომწერებს საკუთარ ფიქრებს უზიარებს.
ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. მათ შორის იმედგაცრუება, ღალატი, უსამართლობა. იქნებ, მეგობარო, მე და შენ სამევე გვაერთიანებს
ცხოვრება რთულია, ვიცი ჩემი ასაკიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც დასკვნებში არ შევცდე.
მე მინდა რჩევა მოგცე, კი არ დაგარიგო, არამედ გირჩიო.
იყავი დამოუკიდებელი, იმდენად მაინც რომ შენს ცხოვრებას თვითონ წყვეტდე და არავინ ჩაახედო შენს სულში იმაზე მეტად ვიდრე ეს საჭიროა.
იყავით ლაღი, მხიარული მაშინაც, როდესაც შენს ირგვლივ არაფერია სასიხარულო, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებს და გაცილებით გაგაძლიერებს, ვიდრე სიტუაციის გამძაფრება და სასოწრაკვეთილებაში ჩავარდნა.
აბა წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც არ უშინდება პრობლემებს, მყარად დგას და ყველაფერს ცივი გონებით წყვეტს და ადამიანი , რომელიც კუთხეში დგას ბავშვივით ტირის და შველას ითხოვს.
იმ იმედით რომ ვიღაც სამადლოდ შეიბრალებს.
არ გჭირდება სიბრალული. არ გჭირდებათ სხვისი დახმარება იმ საქმეში, რომელიც თავად უკეთ შეგიძლია.
იცხოვრე მხოლოდ ღვთის და ოჯახის წევრების იმედად.
არავინ დაავალდებულო რამეში, ეს მომავალში გამოგადგება, ვინმემ რამე რომ არ წამოგაყვედროს.
გახსოვდეს რომ შენ თავთან და ღმერთთან უნდა იყო მართალი და ბედნიერი და არა „ვითომ“ მეგობრებთან და არა იმათთან ვინც გაკრიტიკებს.
არ აქვს მნიშვნელობა სხვების ლაპარაკს, როცა შენ მართალი ხარ.
იყავი გამძლე და ყველაფერს ცივი გონებით შეხედე.
იყოს ეს პოსტი ასე თავისთვის, იქნებ მომავალში ვინმეს გამოადგეს“,- წერს გივიკო დიდია.