პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"არის დღეები, მართლა პურის ფული არ მაქვს ჯიბეში, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს, იმიტომ, რომ არ მიყვარს წუწუნი და სხვას ვერაფერს მოვთხოვ. მეც ისე ვწვალობ და ვშრომობ ყოველდღე, როგორც თქვენ. ჩემ უკან ოჯახია, რომელსაც უამრავი რამე სჭირდება და რას მავალდებულებთ, მართლა ვერ ვხვდები" - ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ხანდახან ვეღარ ვითმენ ჩემს დაგროვებულ გულისტკივილებს და ვიტყვი, ზუსტად ვიცი, რომ სწორად გამიგებთ.
დღეს ახალშობილ დაჩის საჩუქარი გამოუგზავნეს და იმის მაგივრად, ხალხს გაუხარდეს, შურთ, სწყინთ სამწუხაროდ. გაჭირვებულებს დაეხმარონო... ეს ხალხი მე რატომ მთხოვს სხვის და საკუთარი თავის გასაკეთებელს, ვერ ვხვდები. იმის ნახევარიც არ ექნებათ გაცემული, რასაც მე გავცემ ჩემი ჯიბიდან ჩუმად ყოველდღიურად.
ვინც ჩემი აქტიური მაყურებელი ხართ, კარგად იცით, რამდენ გაჭირვებულ ოჯახს, მოხუცებულს და ბავშვებს დავეხმარე და მომავალშიც იმავეს გავაკეთებ.
არის დღეები, მართლა პურის ფული არ მაქვს ჯიბეში, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს, იმიტომ, რომ არ მიყვარს წუწუნი და სხვას ვერაფერს მოვთხოვ.
მეც ისე ვწვალობ და ვშრომობ ყოველდღე, როგორც თქვენ. ჩემ უკან ოჯახია, რომელსაც უამრავი რამე სჭირდება და რას მავალდებულებთ, მართლა ვერ ვხვდები.
არა აქვს გივიკო დიდიას ბევრი ფული, გული აქვს კეთილი, ზედმეტად კეთილი და მიმტევებელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბევრის თავხედურ გამოხტომებს ითმენს და თუ აქ რომელიმე ჩემი უახლოესი მეგობარი წაიკითხავს ამ პოსტს, გეტყვით, როგორ განვიცდი და ვდარდობ, რასაც ახლა ვწერ და ერთ სიტყვასაც რომ არ ვიტყუები.
დავიღალე..."