პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გივიკო დიდია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს.
ბლოგერი გამომწერებსა და გულშემატკივრებს, საკუთარი ოცნებებისა და სურვილების შესახებ უყვება.
,,დეპრესიული ტიპი არ გეგონოთ, მაგრამ ხშირად არის ასეთი დღეები ჩემს ცხოვრებაში ,,რომელსაც ვერავინ ამჩნევს“, როცა უხასიათობის ჭია შეგიძვრება და რთულია თავის დაღწევა )) ვზივარ და ვფიქრობ. მე და ჩემი ადამიანი, რომელსაც ვეყვარები ისეთი, როგორიც ვარ და რომელიც მეყვარება ისე, როგორც არავინ, ერთად ცხოვრებას რომ გადავწყვეტთ. მერე ერთი საერთო ოცნებაც გაგვიჩნდება და ავისრულებთ კიდეც – დავიწყებთ ჩვენი სახლის შენებას. ეს სახლი, სადმე მთისკენ იქნება, ჩვენით ავაწყობთ ხის ავეჯს, დავრგავთ ყვავილებს, გავაშენებთ ხეხილს ბაღს. შეიძლება ეს დიდხანს გაგრძელდეს, იმაზე უფრო შრომატევადი და ძვირი სიამოვნება აღმოჩნდეს, ვიდრე ველოდით, მაგრამ არ გავჩერდებით)) და გვექნება ჩვენი სახლი, სადაც ბედნიერი ვიქნებით. შაბათ - კვირას ჩვენს მეგობრებს, ყველაზე მეტად ეყვარებათ ხოლმე ამოსვლა და ჩვენთან ერთად ყოფნა. ჰო, კიდევ სამსახური )) რაც არ უნდა იყოს, ვოცნებობ, რომ ძალიან მიყვარდეს ჩემი საქმე და პროფესია, მხოლოდ ფულის გულისთვის მუშაობა არ მინდა, მინდა ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდე. ვნახოთ, ვნახოთ, რა იქნება )) წლების შემდეგ აუცილებლად მოვუბრუნდები ამ პოსტს.
პ.ს სურვილების ასრულებას გისურვებთ ყველას. სიყვარულით, გაჯენჯილი გივიკო", - წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.