პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ხანდახან ვეღარ ვითმენ ჩემს დაგროვებულ გულის ტკივილებს და ვიტყვი, ზუსტად ვიცი, რომ სწორად გამიგებთ.
დღეს „ახალშობილ“ დაჩის საჩუქარი გამოუგზავნეს და იმის მაგივრად, ხალხს რომ გაუხარდეს, შურთ, სწყინთ სამწუხაროდ. გაჭირვებულებს დაეხმარონო. ეს ხალხი მე რატო მთხოვს სხვის და საკუთარი თავის გასაკეთებელს, ვერ ვხვდები. იმის ნახევარიც არ ექნებათ გაცემული, რასაც მე გავცემ ჩემი ჯიბიდან, ჩუმად, ყოველდღიურად.
ვინც ჩემი აქტიური მაყურებელი ხართ, კარგად იცით, რამდენ გაჭირვებულ ოჯახს, მოხუცებულს და ბავშვებს დავეხმარე და მომავალშიც იგივეს გავაკეთებ. არის დღეები, მართლა პურის ფული არ მაქვს ჯიბეში, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს, იმიტომ რომ არ მიყვარს წუწუნი და სხვას ვერაფერს მოვთხოვ. მეც ისე ვწვალობ და ვშრომობ ყოველდღე, როგორც თქვენ.
ჩემს უკან ოჯახია, რომელსაც უამრავი რამე სჭირდება და რას მავალდებულებთ, მართლა ვერ ვხვდები. არა აქვს გივიკო დიდიას ბევრი ფული, გული აქვს კეთილი, ზედმეტად კეთილი და მიმტევებელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბევრის თავხედურ გამოხტომებს ითმენს და თუ აქ რომელიმე ჩემი უახლოესი მეგობარი წაიკითხავს ამ პოსტს, გეტყვით, როგორ განვიცდი და ვდარდობ, რასაც ახლა ვწერ და ერთ სიტყვასაც რომ არ ვიტყუები. დავიღალე“, - წერს გივიკო დიდია.