ვინ გატეხა ვაზა? - სახალისო თავსატეხი
1726209933
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ციფრულ ვალუტას (CBDC) გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. მათივე განცხადებით, CBDC-ის, ანუ ციფრული ვალუტის გამოშვებით შესაძლებელი იქნება გაიზარდოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, დაჩქარდეს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, ხელი შეეწყოს ფინანსურ ჩართულობას. ასევე, შესაძლებელია გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა და ხელი შეეწყოს ლარიზაციის პროცესს.
რა არის ციფრული ვალუტა და როგორ გამოიყენება ის
ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ის დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ. CBDC – Central Bank Digital Currencies, ანუ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა არის ელექტრონული ფორმისა და ნაღდი ფულის მსგავსად, გადახდის საშუალებად გამოიყენება. ამასთან, ის გაკონტროლდება ცენტრალური ბანკის მიერ და მისი გამოშვება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ნაღდი ფულის.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ საუბარში განმარტა, რომ ციფრული ლარით დაგროვება, გადარიცხვა თუ სხვა ოპერაციები კომერციული ბანკების გვერდის ავლით მოხდება, თუმცა ბანკები და ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები ამ პროცესში პარტნიორები იქნებიან და ციფრული ლარი მათ შესაძლებლობას მისცემს, ახალი პროდუქტები და სერვისები შექმნან.
ციფრული ვალუტით ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად.
ციფრული ვალუტის უპირატესობები:
ცენტრალურ ბანკებს შეუმცირდებათ ნაღდი ფულის გამოშვების, მისი ლოგისტიკის ხარჯები;
ელექტრონული ვალუტით ანგარიშსწორება შეამცირებს ფულის გათეთრების, კორუფციის რისკებს;
ანგარიშსწორება გადაინაცვლებს ელექტრონულ სივრცეში და შემცირდება ნაღდი ფულის გამოყენება, რაც „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ შემადგენელი ნაწილია და რაზედაც სახელმწიფოს კონტროლი უჭირს;
ანგარიშსწორების ოპერაციები შესრულდება უფრო გამჭვირვალედ;
უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადამოწმდება შესრულებული ოპერაციები.
ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა უნაღდო გადახდებზე სულ უფრო იზრდება. ამასთან, იმატებს ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელთა რიცხვიც, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი მომხმარებელი ციფრული ლარის აქტიური მომხმარებელიც შეიძლება გახდეს.
არსებობს თუ არა ციფრული ვალუტის გამოყენების პრეცედენტი?
მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტამ პოპულარობის პიკს მიაღწია და ადამიანებმა უკვე ცენტრალური და კომერციული ბანკების გვერდის ავლით დაიწყეს ანგარიშსწორება, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა გააცნობიერეს, რომ ამ პროცესში შეიძლება სადავეები ხელიდან გაექცეთ და ციფრული ვალუტის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა.
ინდოეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2022 წლის 1-ელი აპრილიდან მუშაობა დაიწყო ციფრული რუპიის შექმნაზე. ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც CBDC-ს მიმოქცევაში განიხილავს.
ციფრული ვალუტის საპილოტე ვერსია ჩაუშვა ბრაზილიამაც, ხოლო აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა CBDC-ის მიმართ ინტერესი გამოხატა.
ჩინეთმა კი ციფრული იუანი უკვე შექმნა და მისი განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯებით ბევრად უსწრებს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს. ჩინეთმა შექმნა ბლოკჩეინ სერვისის ქსელი (BSN), რომელსაც ეროვნულ ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურად იყენებს.
CBDC-ის მიმართ ინტერესი გამოხატეს სხვა ქვეყნებმაც და მათი ცენტრალური ბანკები აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებით არიან დაინტერესებული.
რა განსხვავებაა კრიპტოვალუტასა და ციფრულ ვალუტას - CBDC-ს შორის?
კრიპტოვალუტა სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან არარეგულირებადი ვალუტაა, რომელსაც ცენტრალური ბანკების ნაცვლად ქმნიან და უშვებენ ხშირ შემთხვევაში ფიზიკური პირები. ამასთან, კრიპტოვალუტის მაინინგი დაკავშირებულია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან, რაც თავის მხრივ გარემოზე ახდენს ზეგავლენას. რაც უფრო დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტას მოვიპოვებთ, უფრო მეტი ელექტროენერგიის გამოყენება გვჭირდება, მილიონობით ადამიანის ამგვარი ქმედება კი საბოლოოდ, პლანეტის ეკოლოგიაზე უარყოფითად აისახება.
CBDC არის ქვეყნის ეროვნული ვალუტა, უბრალოდ გაციფრულებულ მდგომარეობაში და როგორც ფინტექის წარმომადგენლები პროგნოზირებენ, რეალური შანსია, მომავალში ანგარიშსწორების ფორმად სწორედ ის გამოვიყენოთ ხოლმე.
ასევე დაგაინტერესებთ:
გააფრთხილეთ ყველა... მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს!... - ასტროლოგის საგანგებო მიმართვა მშობლებს
VIDEO: ...შემოვიდა ქალი და მითხრა, დავიღუპე ექიმოო!!!... - რას ჰყვება სექსოლოგი ზურა მარშანია